The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლიკო ჟღენტი

ოლიკო ჟღენტი
Legal name:ოლღა ჟღენტი
Date of birth:27 May, 1968  (58 years)
Category:Historian, Scientist, Filmmaker, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეატრის განყოფილება 1990 წელს.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო  ნაშრომებო და სტატიები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები" (2005) და "ჯონ სტეინბეკის "რუსული დღიური" 60 წლის შემდეგ" (2008); 2009 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების პედაგოგი, მიწვეული ლექტორი; 2010-2011წწ. - დოკუმენტური ფილმების რეჟისორი - ტელეკომპანია - «ПИК»; 2008-2011წწ. - ჟურნალების "ქართული მწერლობა", "ლიტერატურა და ხელოვნება" სარედაქციო ჯგუფისა და საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2013-2017წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ავტორი და რეჟისორი; 2012 წლიდან აი(ი) "ასოციაცია პატრია" თავმჯდომარე. სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო ინსტიტუტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. დრამატურგისა და სცენარისტის სულიკო ჟღენტის შვილი. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ეროვნული და სოციალური საკითხი 20-იანი წლების ქართულ კინოში", დაიცვა 2007 წელს.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 154; სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო ინსტიტუტი: batu.edu.ge

Bibliography

  • ოთარ მეღვინეთუხუცესი : ნიღბის მიღმა... : ინტერვიუები, ჩანაწერები, რეცენზიები, წერილები, სტატიები, მოგონებები / პროექტის ავტორი და წიგნის შემდგენელი ოლიკო ჟღენტი (Compiler). - თბილისი, შპს "სეზანი", 2017. - 600გვ.. - ISBN: 9789941097751
  • როგორ შერჩები მარადისობას... : სულიკო ჟღენტი ; პროექტის ავტორი და შემდგენელი ოლიკო ჟღენტი (Compiler). - თბილისი, ფავორიტი სტილი, 2015. - 560გვ.. - ISBN: 9789941082962
  • ბათუმი კინოში = Batumi in Cinema (Author). - ბათუმი, 2014. - 472გვ.. - ISBN: 9789941060977
  • Судьба солдата, сценариста... : очерки, киносценарии (Compiler). - Москва, Армпресс, 2010. - 402გვ.. - ISBN: 9785903166459
  • თბილისი ქართულ კინოში : XX საუკუნე (Author). - თბილისი, პეტიტი, 2010. - 330გვ.. - ISBN: 9789941029707
  • კნუტ ჰამსუნი და საქართველო : დაბრუნება ზღაპრულ ქვეყანაში, 1899-2009 / პროექტის ავტ., შემდგ. ოლიკო ჟღენტი ; მთ. რედ.: ოლიკო ჟღენტი, კახაბერ ლორია (Compiler). - თბილისი, კნუტ ჰამსუნის საზ-ბა საქართველოში, , 2010. - 206გვ.. - ISBN: 9789941027567
  • კავკასიიდან ვოლგისაკენ : ფრიტიოფ ნანსენი ; წიგნი შეადგინა, წინათქმა, ფოტოები და წერილები დაურთო ოლიკო ჟღენტმა (Compiler). - თბილისი, ინტელექტი , 2010. - 174გვ.. - ISBN: 9789941420221

Share: