Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში; 1927 წელს, 21 წლის ასაკში, შეუერთდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას საფრანგეთში; უცხოეთში ეწეოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. მეორე მსოფლიო ომის წლებში გაწევრიანდა "ვერმახტის" ქართული ლეგიონის ქვედანაყოფების "თამარ I"-სა და "ბერგმანის" შემადგენლობაში; 1950-იანი წლებიდან მოყოლებული იყო ჟურნალ "ივერიის" უკანასკნელი რედაქტორი; არის ავტორი მრავალი პუბლიკაციისა და ავტობიოგრაფიული რომანისა "იანიჩარები"; მისი ნაშრომები ფასდაუდებელ მასალას წარმოადგენს ამ ეპოქის მკვლევართათვის; 1991 წელს მან პარტიული რეგალიები გადასცა პარიზში სტუმრად მყოფ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს გიორგი ჭანტურიას; 76 წლის განმავლობაში იცხოვრა დასავლეთ ევროპაში და ამის მიუხედავად, მას ერთი დღეც არ უარსებია საქართველოს გარეშე. ამის ნათელი დადასტურებაა მისი მემუარები, პუბლიცისტური წერილები და ლექსები; 2003 წელს, 97 წლის ასაკში აუხდა ოცნება და სამშობლოში დაბრუნდა; იგი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებულმა დაასრულა სიცოცხლე; 2007 წლის დეკემბერში, გამოაქვეყნა კიდევ ერთი ავტობიოგრაფიული ნაშრომი "ცხოვრების 100 წელი"; პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: გაზეთი კვირის პალიტრა: www.kvirispalitra.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |