შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო კეცხოველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თლია, გორის მაზრა. 1889-1891წწ. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1891 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქვე ჩაება მოსწავლეთა არალეგალურ წრეში. 1893 წლის დეკემბერში ხელმძღვანელობდა სემინარიელთა გაფიცვას, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს; 1894 წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც რევოლუციური საქმიანობისათვის დაითხოვეს (1896) და დააპატიმრეს; 3 თვის შემდეგ საქართველოში გადმოასახლეს და პოლიციის ზედამხედველობა მიუჩინეს. 1897 წელს ფარულად ჩამოვიდა თბილისში და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის "მესამე დასის" წევრი გახდა; 1901 წელს ბაქოში მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა ლენინურ-ისკრული მიმართულების რსდმპ ბაქოს კომიტეტი და არალეგალური სტამბა "ნინა"; 1902 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ბაქოში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, მეტეხის ციხეში, სადაც პოლიტიკურ პატიმართა შორის რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა; 1903 წლის 17 აგვისტოს ციხის საკანში მოკლეს. რევოლუციონერი, რსდმპ ლენინურ ისკრული ორგანიზაციების ერთერთი დამაარსებელი სამხრეთ კავკასიაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 636; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.133
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |