შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელო კლიმიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი. საქართველოს რესპუბლიკის (1918-1921) ჯარის პორუჩიკი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციის და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი. ჩეკას დოკუმენტებით, შეთქმულებთან მიჰქონდა ცნობები და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის იბირებდა ოფიცრებს. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა. ივანე (ვანო) კლიმიაშვილის ძმა. წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - დახვრეტილი "სამხედრო ცენტრი".-თბ.,2016.-გვ.8,გვ.31
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |