The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერეკლე ბატონიშვილი

ერეკლე ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:ერეკლე ბაგრატიონი
სხვა სახელი:ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაბადების თარიღი:1828
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1882  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სვეტიცხოველი, მცხეთა
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი რუსეთში, რამდენიმე წელი რუსეთში იყო სამხედრო სამსახურში. 1862-1864წწ. თბილისში სათავეში ედგა წერა-კითხვის კომიტეტს, რომელიც მფარველობას უწევდა ორ საქველმოქმედო სკოლას, ერთს მთაწმინდაზე, ხოლო მეორეს ავლაბარში. ორივე სკოლას თბილისელები "ერეკლეს სკოლას" უწოდებდნენ. როგორც გაზეთი "დროება" იუწყებოდა, მისი გარდაცვალების გამო თბილისში ყველა გასართობი ღონისძიება გაუუქმებიათ. ერეკლე ბატონიშვილის გარდაცვალების ამბავი ძალიან განიცადა ავსტრიელმა მწერალმა ქალმა ბერტა ფონ ზუნტერმა, რომელიც 1876-1885 წლებში საქართველოში ცხოვრობდა (იგი იყო ალფრედ ნობელის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი, ბერტა ფონ ზუნტერს 1905 წელს ნობელის პრემია მიენიჭა), ბერტა კინსკიმ ( შემდგომში ბერტა ფონ ზუნტერმა) მაინის-ფრანკფურტის ჩრდილოეთით მდებარე საკურორტო ქალაქ ჰომბურგში ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში გაიცნო ერეკლე ბატონიშვილი. ბერტა ფონ ზუნტერი თავის მოგონებებში წერდა თავისი ურთიერთობის შესახებ ერეკლე ბატონიშვილთან, შემდეგ იგი მეგობრობდა ერეკლე ბატონიშვილის ქვრივთან - თამართან და მის ქალიშვილებთან. ერეკლე II-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ერეკლეს ძის შვილი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.49; archive.gov.ge


გააზიარე: