The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ მაჭარაშვილი

რევაზ მაჭარაშვილი
Date of birth:20 January, 1954  (71 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის მუნიციპალიტეტი.

დამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით 1977 წელს.

1981-1984 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - "საშენი მასალებისა და ნაკეთობების" სპეციალობით. მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი; 1991-1995 წწ. - კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე; 1977-1995 წწ. იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქსპეცტრანსი"-ს პროექტირებისა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; კოორდინაციას უწევდა საქართველოს მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში სატვირთო, სამგზავრო, და სატვირთო - სამგზავრო კიდული ბაგირგზების პროექტირებასა და მშენებლობას; 1996-1998 წწ. მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დარგშორისი კოორდინაციის სამმართველოს უფროსად; 1998-2000 წწ. "საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის" აპარატის უფროსად, იყო სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრი; 2000-2003 წწ. "საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის" აპარატის უფროსად; 2004 წელს იყო საქართველოს "ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს" ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, რომელიც აერთიანებდა სამ სამინისტროს: ყოფილი ტრანსპორტის, ყოფილი კავშირგაბმულობისა და ყოფილი მშენებლობის სამინისტროებს; 2004 წლის ნოემბრიდან "საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის" აპარატის უფროსის მოადგილე - სამსახურის უფროსი; წლების განმავლობაში იყო "საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს", "ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს", "ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსა" და "ეკონომიკური განვითარების სამინისტროს" მიერ - საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების კოორდინატორი; აიმაღლა კვალიფიკაცია საზღვარგარეთ: შვედეთში (ქ. სტოკჰოლმი, 1999) პროგრამით - "საგზაო ადმინისტრაციისა და საგზაო ქსელის მენეჯმენტი"; იაპონიაში (2000) პროგრამით - "სახმელეთო ტრანსპორტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისათვის"; ავსტრიაში (2002) პროგრამით - "მყარი ფინანსური სტრუქტურა და ტექნოლოგიები"; თბილისში (2003-2013) მსოფლიო ბანკისა და ამერიკული პროგრამებით; 2025 წლის 15 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "მადლობის სიგელით" დააჯილდოვა. დღემდე აგრძელებს ნაყოფიერ მოღვაწეობას როგორც საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე მის პარალელურად სამწერლო ასპარეზზე.

Member of Organizations

  • EXPO - 2010 მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია, მდივანი (2008-2010)
  • დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გამო ინვესტორების (კონტრაქტორების) და სხვა პირთა მიერ ვალდებულებების შესრულების საკითხის შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია, მდივანი (2009-2010)
  • საქართველოს მწერალთა-შემოქმედებითი კავშირი, წევრი (2024-)
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "წიგნადი ფონდის გადაფასების კომისია", წევრი (2014-)
  • საქართველოში სამედიცინო პროფილის დაწესებულებათა სტატუსისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისია, მდივანი (2012-2013)
  • სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვეო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, მდივანი (2010-)

Awards and Honors

  • 2025 - მადლობის სიგელი (საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო)
    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 2023 - საჩხერის საპატიო მოქალაქე
  • 2011 - ღირსების ორდენი
    სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის
  • 2002 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ტრანსპორტოსა და კომუნიკაციების დარგის განვითარებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მართვის ორგანიზების სრულყოფაში შეტანილი პირადი წვლილისთვის
  • კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პრემია
  • მირზა გელოვანის სახელობის პრემია

Bibliography


Share: