Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე კოკოჩაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს მიხედვით, ქუთაისელი კათოლიკეები გარდა ვაჭრობისა და მეწარმეობისა, გამოირჩეოდნენ სხვა საქმიანობაშიც; მრავალი მათგანი ფრიად განსწავლული და განათლებული პიროვნება იყო. მათ შორის აღსანიშნავია ივანე პეტრეს ძე კოკოჩაშვილი. ის დახელოვნებული იყო სამედიცინო დარგში, თვითონ ამზადებდა წამლებს და უფასოდ ურიგებდა ავადმყოფებს. მან მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში თავისსავე სახლში "სამკურნალო აფთიაქი" გახსნა. მისივე დამსახურებაა "ბოტანიკური ლექსიკონის" შედგენა ლათინურ, არაბულ, ოსმალურ, სომხურ და რუსულ ენებზე. აფთიაქარი, პროვიზორი, მკურნალი, ქველმოქმედი. ფარმაცევტისა და პროვიზორის პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.729; ვიქტორ კოკოჩაშვილი : მეცნიერი, პედაგოგი, პიროვნება /ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2022.- "უნივერსალი" გვ.17-18 (dspace.nplg.gov.ge); ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.40-42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |