The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონარდო კოკოჩაშვილი

Date of birth:1910
Date of death:1937  (at 27 years)
Category:Architect, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ფარმაცევტ ივანე კოკოჩაშვილის უმცროსი ვაჟი ლეონარდო, ოცდაათიან წლებში იყო ქალაქ ქუთაისის არქიტექტორ-მშენებელი, 27 წლის ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ინჟინერი, რომლის ხელმძღვანელობით მრავალი ობიექტი აშენდა ქუთაისში (დაწყებული ჰქონდა ქუთაისის დრამატული თეატრის მშენებლობა)... ხალხის მტრად გამოცხადდა და საფიჩხიის ტყეში სხვა "მსჯავრდებულებთან" ერთად დახვრიტეს 1937 წელს (იმ წლის დეკემბერში დაგეგმილი იყო ადგილობრივი ორგანოების არჩევნები. ლეონარდოს ევალებოდა ლოზუნგების განაწილება ქალაქში. სწორედ ამასთან დაკავშირებით დააპატიმრა იგი ჩეკამ). მამის მსგავსად, იგიც შავბნელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორ კოკოჩაშვილი "ჩეკაში" დაიბარეს და გადასცეს მისი ძმის რეაბილიტაციის  უწყება. ვიქტორ და მიხეილ კოკოჩაშვილების ძმა, ფარმაცევტ ივანე კოკოჩაშვილის შვილი. რეპრესირებული, შემდეგ რეაბილიტირებული.

წყარო: ვიქტორ კოკოჩაშვილი : მეცნიერი, პედაგოგი, პიროვნება /ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2022.- "უნივერსალი" გვ.22-23 (dspace.nplg.gov.ge)


Share: