Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოფიო ჩიჯავაძე-კედია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კისისხევი, თელავის რაიონი. დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1906 წელს; 1907-1911 წლებში სწავლობდა მოსკოვის ქალთა უმაღლეს სასწავლებელში. თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელის დასრულების შემდეგ თვითონ ხელმძღვანელობდა გიმნაზიას და პედაგოგადაც მუშაობდა; დიპლომის აღების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა თბილისში, 1918 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პირველ ქალთა გიმნაზიის გამგედ დანიშნეს; 1919 წლის 25 ნოემბერს სოფიო ჩიჯავაძე ცოლად ითხოვა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა სპირიდონ კედიამ, რომელიც 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო. ს. ჩიჯავაძემ მხოლოდ 1928 წელს მოახერხა პარიზში ქალიშვილთან ერთად ჩასვლა და სპირიდონ კედიასთან შეერთება; 1990 წელს, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონკურსში ს. ჩიჯავაძის მოგონებების წიგნი "ნასმენ-ნახული" ილია ჭავჭავაძის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა. მისი დაბადების 100 წლისთავზე, პარიზის მაშინდელმა მერმა ჟაკ შირაკმა, როგორც პარიზის უხუცეს მოქალაქეს, საგანგებო მედალი და დიპლომი გადასცა. ლონგინოზ და ირაკლი ჩიჯავაძეების და. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.90 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |