The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დიასამიძე-ბებუთოვი

ოფიციალური სახელი:ნინო ბებუთოვი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 1897
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ბრილი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

სოფელ დოესში სტუმრად მყოფი ნინო დიასამიძე 1897 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა, 23 აპრილს ჩაასვენეს გორში, პანაშვიდი გადაუხადეს გორის სომხების ყველაწმინდის ეკლესიაში, შემდეგ წაასვენეს ბრილში და იქ დაკრძალეს 25 აპრილს. გორში, გარდაცვლილის კუბოსთან, სიტყვები წარმოთქვეს აკაკი წერეთელმა ("ცნობის ფურცელი" 1897;  "ივერია" 1897), ივანე მაჩაბელმა ("ივერია" 1897) და ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ ("კვალი" 1897). აკაკიმ ნინო დიასამიძეს უწოდა "დედასავით ტკბილი და დასავით ძვირფასი არსება" და დასძინა: "მართალო სულო, ამ ქვეყნიურის ვალის ქრისტიანულად მომხდელო, განგისვენოს უფალმა იქ, სადაც ჩვენი დიდებული ქართველი დედები განისვენებენ". "ივერიაში" ნინო დიასამიძე ასეა დახასიათებული: "თავის რძესთან ერთად იგი თან აწოვებდა შვილებს ქართველი ერის ღრმა სიყვარულსა და მისს სამსახურს". ("ივერია" 1897). ნიკო დიასამიძის მეუღლე.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.368


გააზიარე: