Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ნიუ-ჯერსი, აშშ. ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორი, 1918-1921 წლებში ინგლისური და ფრანგული ენის პედაგოგი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია უნივერსიტეტში ინგლისურის მასწავლებლად. ნიუ-ჯერსიში დაბადებული პედაგოგი რამდენიმე წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, უმაღლესი სასწავლებლის დაარსებამდე კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მასწავლებლად მოღვაწეობდა. თავდაპირველად, 1897 წელს, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე იმერეთში, სოფელ შორაპანში დასახლდა. მისი მეუღლე ვახტანგ ღამბაშიძე სოფლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა, თავად კი ადგილობრივ ბავშვებს ეხმარებოდა უცხო ენის შესწავლაში. მოგვიანებით ის თბილისის ქალთა სასწავლებლების ხშირი სტუმარი და დამხმარეც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ, თანამედროვე ქართველი მასწავლებლების მსგავსად, ამერიკელი მხოლოდ ერთ დარგში მოღვაწეობას არ სჯერდებოდა და თვითრეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდა. კერძოდ, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე საქართველოს პირველ რესპუბლიკაში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1918-1920 წლებში იგი თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იდგა და ჰუმანიტარულ მისიას შესანიშნავად ართმევდა თავს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე უკვე სტამბოლში ხელმძღვანელობდა საქართველოდან დევნილთა დაბინავებისა და მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის გამოძებნის საქმეს. საფრანგეთში ემიგრირების შემდეგ მუშაობდა თბილისის ქალთა საზოგადოების (იგივე ქართველ ქალთა საზოგადოება) ხაზინადარად პარიზში. ვახტანგ ღამბაშიძის მეუღლე, მედეა, გივი და ჟორჟეტა ღამბაშიძეების დედა. წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-გვ.29; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: m.facebook.com; ინტერნეტგაზეთი: mastsavlebeli.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |