Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ინა დივნოგორცევა-გრიგოლია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ენოტაევკა, ასტრახანის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1940 წელს (მისი პედაგოგები იყვნენ ი. შარლემანი, ვ. (ლ.) გრიგოლია). 1940 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; თანამშრომლობდა გამომცემლობებთან, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მას ეკუთვნის, ძირითადად ქართული, რუსული და საზღვარგარეთის კლასიკური ლიტერატურის დაზგური და წიგნის გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების ნამუშევრები; მხატვარმა თავი მოუყარა მეუღლის, ვ. (ლ.) გრიგოლიას არქივსა და მის შემოქმედებით მემკვიდრეობას, მოამზადა და გამოსცა წიგნები: "ლ. გრიგოლია, დაზგური და წიგნის გრაფიკა" (ტ.1, 1989), "ლ. გრიგოლია და ქართული შრიფტის ხელოვნების საფუძვლები" (2004); ნაყოფიერად მოღვაწეობდა წიგნის გრაფიკის დარგში; გააფორმა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (ტრიპტიქი, 1968), რ. როლანის "მიქელანჯელო ბუონაროტის ცხოვრება" (1940), უ. თეკერეის "ამაოების ბაზარი" (1951), უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (1961), მ. სერვანტესის "დონ კიხოტი" (1950), ბ. პრუსის "ფარაონი" (1958), ა. ფრანსის "ღმერთებს სწყურიათ" (1958); ავტორია სხვადასხვა კომპოზიციებისა ("თამარი და შოთა რუსთაველი", "აკაკი მეუღლესთან ერთად", "ილია და აკაკი გრიბოედოვის საფლავთან") და პლაკატებისა; სხვა ნამუშევრებია: "ქართლის პეიზაში" (1943), "აკაკი წერეთლის სახლი სხვიტორში" (1953), "გაზაფხულის პორტრეტი" (1964), "თინა წავკისელი" (1967), "ვარდები თებერვალში" (1972) და სხვა. გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ფრესკა" (გაფორმება და ილუსტრაციები ავტორისა, თბ., 1986, რუს. ენაზე). გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.428; ინა დივნოგორცევა-გრიგოლია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 16 ოქტომბერი. - N240(4969). -გვ.8 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |