The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაფიელ მაყაშვილი

რაფიელ მაყაშვილი
Date of birth:19 January, 1932
Date of death:3 August, 2009  (at 77 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1952 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი რეპინის სახელობის სტიპენდიით 1958 წელს.

1959 წლიდან მუშაობდა ხატვისა და ფერწერის პედაგოგად, აღზარდა მრავალი გამოჩენილი მხატვარი. იგი 50 წლის განმავლობაში იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგი და სასახლის გაზეთ "გაზაფხულის" მხატვარი. 1950 წელს მამასთან, მხატვარ ალექსანდრე მაყაშვილთან ერთად მხატვრულად გააფორმა სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი. 1960 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. აღსანიშნავია მისი მიერ ისტორიულ თემებზე შექმნილი ტილოები: "თამარ მეფის ლაშქრობა", "დავით აღმაშენებელი", "შოთა რუსთაველი უძღვნის თამარ მეფეს ვეფხისტყაოსანს", ასევე პეიზაჟები: "თუშეთი", "რიგა", "კახური ღვინო", "გიორგობა", "ბაკურიანი", "ზღვაზე", "ნერგები" და სხვ. რაფიელ მაყაშვილმა თავადაზნაურთა საკრებულოს აჩუქა ქართველ მეფეთა პორტრეტები. მონაწილეობდა დიდუბის საგამოფენო კომპლექსის მოხატვაში. 1962 წელს თბილისი სამხატვრო სალონში მოეწყო რაფიელ მაყაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა, 1976 წელს კი თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მეორე პერსონალური გამოფენა; 1984 წელს თბილისის მხატვრის სახლში მესამე პერსონალური გამოფენა; 2002 წელს სურათების ეროვნულ გალერეაში მეოთხე პერსონალური გამოფენა, ასევე 2002 წელს ამერიკის საელჩოში მოეწყო მეხუთე პერსონალური გამოფენა;  2012 წელს, რაფიელ მაყაშვილის დაბადების 80 წლის საიუბილეოდ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მეექვსე პერსონალური გამოფენა. რაფიელ ერისთავის შთამომავალი, მხატვარ ალექსანდრე მაყაშვილის შვილი, მარუნია მაყაშვილის ძმიშვილი. 

წყარო: რაფიელ მაყაშვილი: ჩემი შთაგონების წყარო, ჩემი სამშობლოს ისტორია და ბუნებაა / ლამარა მაყაშვილი.-თბ.,2014

Member of Organizations

  • თავადაზნაურთა საკრებულოს წევრი (1998-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1962-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1963-)

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Bibliography


Share: