Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თადეოზ ჩოლოყაშვილი![]()
BiographyXIX საუკუნის მიწურულს თავად თადეოზ (თადო) ჩოლოყაშვილმა, რომელიც სოფელ ხაშმში, კერძოდ "ყარაბულახში" 250 ჰექტარ ვენახს ფლობდა, თავისი სასახლის ეზოში, მარანი ააშენა, რომელიც იტალიელ სპეციალისტებს დააპროექტებინა. "აქაური წითელი ღვინო განთქმული იყო მთელ კახეთში. თბილისელი ვაჭრები ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ხაშმის წითელ ღვინოს. ყარაბულახის ვენახები სარწყავ ფართობში იყო. ჩოლოყაშვილის მარანიც მთელ კახეთში ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი მოცულობის იყო. ქვევრებს შორის გადიოდა წყაროს წყალი, რაც მუდმივ და საჭირო ტემპერატურას ქმნიდა" (ვ. ქარუმიძე "ხაშმი: ისტორია, თანამედროვეობა", 2002). ღვინის ხარისხს აქ უაღრესად დიდი ყურადღება ექცეოდა და საქართველოს გარდა წარმატებითაც იყიდებოდა რუსეთის იმპერიასა და ევროპაში. 1928 წელს თადეოზ ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს, ხოლო მისი მარანი "სამტრესტმა" შეიძინა 1940-იან წლებში. მელიტა ჩოლოყაშვილის მამა. მეღვინე. წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო-wine.gov.ge; ხაშმი:ისტორია, თანამედროვეობა / ვახტანგ, ქარუმიძე.-თბ. : ცოდნა, 2002
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |