Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა სუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1966-1971 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1982 წლიდან მუშაობდა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო 1981 წლიდან როგორც ლექტორი, ასწავლიდა სხვადასხვა კურსებს: სოციალური კოგნიცია, კვლევის მეთოდები, ინტერპერსონალური ურთიერთობები, გარემოს ფსიქოლოგია და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია; 1993 წლიდან იყო ლეიდენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "სოციალური ქსელი: მოზრდილი ქალების და კაცების მეგობრობა" და ლეიდენის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა; 2005-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011 წლიდან პროფესორი; ხელმძღვანელობდა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებას და დიდი წვლილი შეიტანა ამ მიმართულების განვითარებასა და ფსიქოლოგების თაობების აღზრდაში; მისი კვლევები ეხებოდა სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების საკითხებს, ასევე, სოციალური პრობლემების ფართო სპექტრს და მიმართული იყო სოციალური ჯგუფების საჭიროებების კვლევასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათ შორის იყვნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, უმუშევარი პირები, ხანდაზმულები, ეროვნული უმცირესობები, ე. წ. თურქი მესხები, მიგრანტები და სხვ. მისი კვლევების საფუძველზე არაერთი სოციალური პროგრამა განხორციელდა, რამაც დიდი როლი შეასრულა სოციალური პრობლემების შემცირებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის ლონგინოზ სუმბაძის შვილი. სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |