The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ბაღათურია

ელგუჯა ბაღათურია
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1962
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1993  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ კაშტაკის სასაფლაო, გულრიფშის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

ელგუჯა ბაღათურია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩარიცხული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მესამე ბატალიონის პირად შემადგენლობაში ასეულის ზემდეგად. 1992 წლის ოქტომბრიდან აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ელგუჯა ბაღათურია 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებასთან გამართულ ბრძოლებში მძიმედ დაიჭრა ნაღმსატყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად და გარდაიცვალა. დასაფლავებულია გულრიფშის რაიონის სოფელ კაშტაკში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში (იბრძოდა მამასთან, შოთა ბაღათურიასთან ერთად).
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.70-71

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: