The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო არაზაშვილი

სოსო არაზაშვილი
Legal name:იოსებ არაზაშვილი
Date of birth:1918
Date of death:1987  (at 69 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 

წლების განმავლობაში მუშაობდა სააფთიაქო სამმართველოსა და სააფთიაქო ბაზის მმართველად თბილისში. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტი სამუშაოდ გააგზავნეს კასპში, სადაც ის გვერდში ამოუდგა თავის მამას აფთიაქის მართვაში და შემდეგ რამდენიმე წელიწადში ჩაანაცვლა ის ამ თანამდებობაზე. 1949-1953წწ. სამუშაოდ მიავლინეს ცხინვალში აფთიაქის გამგედ. 1953 წელს გადაიყვანეს თბილისში, რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველოს ცენტრალური ბაზის დირექტორად. 1961 წელს, პირველად ჩვენს რესპუბლიკაში მისი ინიციატივით დაარსდა მზა სამკურნალო პრეპარატების, შესახვევი მასალის, ავადმყოფთა მოსავლელი საგნების, სამკურნალო მცენარეების აფთიაქი, თბილისში ცნობილი N40 აფთიაქი, სადაც გამგედ მუშაობდა 1983 წლამდე. რამდენიმე წელი წყნეთის აფთიაქის გამგედ იმუშავა. 1985 წლიდან ის კვლავ მიიწვიეს სააფთიაქო სამმართველოს ცენტრალური ბაზის დირექტორად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. იაკობ არაზაშვილის შვილი.   

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.118-121

Awards and Honors

  • საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული პროვიზორი

Share: