The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ბეთანელი

ელენე ბეთანელი
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1961  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს

დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ქალთა სასწავლებელში მიაბარეს. 1923 წლიდან, ათი წელი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრის ასისტენტად. ის საქართველოში გინეკოლოგიური პათოჰისტოლოგიის პიონერი გახლდათ. 1927-1928წწ. სამეცნიერო მივლინებით მუშაობდა ბერლინის რობერ მაიერის კლინიკაში, შემდეგ ქ. იენის პათოლოგიის ინსტიტუტში. საქართველოში დაბრუნებული ელენე ბეთანელი სამუშაოდ მიიწვიეს თბილისის სამეანო გინეკოლოგიურ კლინიკაში ასისტენტის თანამდებობაზე, მაგრამ 1934 წელს მოუწია ქუთაისში დაბრუნება, რადგან მისი უფროსი ძმა მიხეილი უკურნებელი სენით დაავადდა და თავი ვალდებულად ჩათვალა, მის სიახლოვეს ყოფილიყო. 1938 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "საშვილოსნოს ყელის ეროზიის ჰისტოლოგიური დიაგნოზისათვის". 1940-იანი წლებიდან ის დასავლეთ საქართველოში წამყვანი და ყველაზე ცნობილი მეან-გინეკოლოგი იყო. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ქუთაისის პირველი, მეორე და მესამე სამშობიაროს მეან-გინეკოლოგიის განყოფილებას. 1950 წლიდან მუშაობდა ქუთაისის  პედაგოგიური ინსტიტუტის ანატომიისა და ჰისტოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზეც. ის თავის წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას კარგად უთავსებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში მოღვაწეობასაც: 1948 წლიდან მოყოლებული, რამდენჯერმე აირჩიეს ქუთაისის საქალაქო და დასავლეთ საქართველოს საოლქო საბჭოს დეპუტატად. იყო ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო საბჭოს წევრი (1957). მეანგინეკოლოგი. სტეფანე ბეთანელისა და მიხეილ ბეთანელის და.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.145-146

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - ლენინის ორდენი
  • 1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: