| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აფრასიონ პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ჰოსპიტალის საფერშლო სკოლა 1890 წელს. საფერშლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი წლით სამუშაოდ ტოვებენ ჰოსპიტალში; 1893-1897წწ. მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის აჯამეთის ხე-ტყის წარმოების მომსახურეთა ფერშლად; 1897 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაოდა რაჭის მაზრის სოფელ ამბროლაურის საავადმყოფოს გამგედ; ქართული მედიცინის ისტორიაში, თავისი შინაარსიანი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე, ორი მნიშვნელოვანი ნაღვაწით დაიმკვიდრა თავისი ადგილი: პირველი, მთელი რაჭის მხარის მოსახლეობა დაიცვა ყვავილის ეპიდემიისაგან, რასაც მოჰყვა რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებული სპეციალური ვერცხლის მედლით მისი დაჯილდოება (1910, მედალი "ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის", ისტორიული მნიშვნელობისაა და პირველად რუსეთში მოიჭრა 1765 წელს - ეს არის უნიკალური და ერთადერთი მედალი საქართველოში), და მეორე - იგი არის მთელ რაჭის მხარეში ჯანდაცვის ორგანიზატორი - მან პირველმა აქცია ამბროლაურის 6 საწოლიანი საავადმყოფო 25 საწოლიან რაიონულ საავადმყოფოდ. ასევე, სხვა სოფლებშიც ხელი შეუწყო საავააადმყოფოების ორგანიზაციის საქმეს. ცნობილი ქართველი ფერშალი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. ამბროლაურის ახალ საავადმყოფოს მიანიჭეს მისი სახელი. გივი პეტრიაშვილის მამა. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.470-471
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

