| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაკრინე თურქია-ჩხენკელი![]()
Biographyქართველი სოციალ-დემოკრატის აკაკი ჩხენკელის მეუღლე მაკრინე თურქია იყო სოხუმის სცენისმოყვარეთა დასის მსახიობი. 1900 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა წერილი სოხუმის სცენისმოყვარეთა წრის შესახებ, სადაც მაკრინე თურქიას ოსტატობა იყო აღნიშნული. 1904 წლისთვის მაკრინე და აკაკი ჩხენკელი დაქორწინდნენ. ჰყავდათ ერთადერთი შვილი - ალექსი, რომელიც 1905 წელს საქართველოში დაიბადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, აკაკი ჩხენკელი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, შემდეგ საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ელჩის თანამდებობას. პრესის მასალებმა შემოგვინახეს ცნობები იმის შესახებ, რომ მაკრინე ხშირად მართავდა საქველმოქმედო საღამოებს, შემოსული თანხით კი ბავშვებსა და ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა. 1920 წელს მაკრინე თურქია მეუღლესთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. საქართველოში აღარ დაბრუნებულან. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.-87-89
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

