The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ოჩიგავა-გზირიშვილი

თამარ ოჩიგავა-გზირიშვილი
Legal name:თამარ ოჩიგავა
Date of birth:4 September, 1904
Date of death:21 January, 1993  (at 88 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1928 წელს სტაჟიორად დატოვეს ქ. თბილისის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკაში; და 1931-1932წწ. მუშაობა დაიწყო ექიმად პროფესორ გრიგოლ მუხაძის ხელმძღვანელობით; 1932-1933წწ. იყო წალკის რაიონის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური და სამეანო განყოფილების გამგე და მეორე დასტაქარი; 1933-1934წწ. ქ. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მეორე დასტაქარი და დედათა და ბავშვთა კონსულტაციის გამგე და მეორე დასტაქარი; 1934-1935წწ. ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე და მეორე დასტაქარი; 1935- 1939წწ. თბილისის მე-9 პოლიკლინიკის ქირურგი; 1940-1941წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური უროლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1941-1942წწ. აქვე- უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1941-1942წწ. პარალელურად იყო კონსულტანტი ორ ჰოსპიტალში; ცენტრალური-კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური კაბინეტის გამგე (1946 წლიდან). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1950); 1948-1951წწ. თბილისის მე-9 პოლიკლინიკის ექიმი კონსულტანტი-უროლოგი; 1951-1982წწ. მეოთხე მთავარი სამმართველოს პოლიკლინიკის უროლოგი და კონსულტანტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორისაა ორი მონოგრაფია, რამდენიმე საგაზეთო სტატია. დაჯილდოებულია მრავალი მადლობითა და სიგელით. ცნობილი ქირურგი-უროლოგი. პროფესორ ალექსანდრე გზირიშვილის მეუღლე, ბიოლოგ ნათელა გზირიშვილის დედა.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 543-545 

Member of Organizations

  • საქართველოს უროლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1951 - შრომის ვეტერანი
  • 1951 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

Bibliography


Share: