| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტუანეტ კატრინ მიურატი![]()
Biographyანტუანეტ კატრინ (ბებე) მიურატი სალომე დადიანისა და აშილ მიურატის მესამე და უმცროსი შვილი იყო. მის შესახებ ცნობები ყველაზე ნაკლებად მოიპოვება. ზუგდიდში დადიანების სასახლე-მუზეუმის პირველი დირექტორი მას პირადად იცნობდა და იხსენებდა, რომ ანტუანეტი უაღრესად სათნო ქალი ყოფილა. 1918-1921 წლებში, საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდში სალხინოს სასახლეში ცხოვრობდა და, როდესაც წითელი არმია რეგიონში შეიჭრა, იგი ალყაში მოაქციეს. ანტუანეტის შვილები შეიარაღდნენ და მამა-პაპისეული სახლის დაცვა გადაწყვიტეს, მაგრამ დედამ შვილებს იარაღის დაყრა მოსთხოვა. იგი სახლიდან გამოვიდა და მშვიდად ემუდარებოდა ჯარისკაცებს, რომ წაეღოთ, რაც მოესურვებოდათ, ოღონდ ადამიანებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ. სასახლე ძალადობის გარეშე დაიკავეს, ანტუანეტმა კი საქართველო დატოვა. თავისი ძმის, ნაპოლეონ ლუი აშილ (ნაპო), მსგავსად იგი ნიცაში დასახლდა, სადაც 1954 წელს გარდაიცვალა. ლუსიენ შარლ დავიდ და ნაპოლეონ ლუი აშილ მიურატების და, ეკატერინე ჭავჭავაძის შვილიშვილი. წყარო: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

