The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე-მია დადიანი

სალომე-მია დადიანი
Date of birth:1878
Date of death:1961  (at 83 years)
Category:Nobleman

Biography

1897 წელს სალომე-მია დადიანი რუსეთის იმპერატორის პირადი ძალების გენერალ-მაიორ ალექსანდრე ობოლენსკის გაჰყვა ცოლად. მოგვიანებით ალექსანდრე ობოლენსკი ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორად დანიშნეს. რევოლუციის შემდეგ იგი ოპოზიციონერ მენშევიკებთან ერთად იბრძოდა და მოგვიანებით ესტონეთში ემიგრანტების არმიას შეუერთდა, რომელმაც საბჭოთა ფრონტი გაარღვია. მაგრამ, ვიდრე პეტერბურგს მიაღწევდა, არმია გამოაბრუნეს და ალექსანდრე ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. იქ ისინი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. 1924 წელს ალექსანდრე ობოლენსკი გარდაიცვალა და ცოლ-შვილი უსახსროდ დატოვა. ალექსანდრეს სიკვდილამდე ერთი წლით ადრე სალომემ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას (რომელიც იმხანად საფრანგეთში იმყოფებოდა) სასამართლოში უჩივლა. სალომე ითხოვდა, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მთავრობის მიერ საქართველოდან გატანილი ეროვნული საგანძურიდან ზოგიერთი ნივთი მისთვის დაებრუნებინათ. სალომე აცხადებდა, რომ ეს ნივთები მის ოჯახს უკანონოდ ჩამოართვეს, მაგრამ საფრანგეთის სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. გაჭირვების წლები სალომესა და მისი ოჯახისათვის უმძიმესი აღმოჩნდა. მისი ვაჟი ნიკოლოზ ობოლენსკი თავის მოკვლასაც კი შეეცადა. თუმცა, საბოლოოდ, მათ შეძლეს ამ პერიოდის გადალახვა და მოახერხეს ხელმომჭირნედ ცხოვრებასთან შეგუება. ნიკოლოზმა სამხედრო განათლება მიიღო და შემდეგ სწავლა ჟენევის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1963 წელს ნიკოლოზ ობოლენსკი მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების რიგებს შეუერთდა. იგი ერთხანს საფრანგეთის მართლმადიდებლურ სასწავლებელ "ბიარიკა მონტარეს" რექტორად მსახურობდა, ხოლო შემდეგ მოღვაწეობა პარიზის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მღვდლად განაგრძო. ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის შვილი, ნიკოლოზ და მენიკ დადიანების და.

წყარო: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge


Share: