| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარგალიტა მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1938 წელს. 1938–1948წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 2008 წელს მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო ფრანკფუტსა და მარბურგში (გერმანია) გამართულ გამოფენაზე – "თანამედროვე ქართული მხატვრობა"; 1945 წელს პერსონალური გამოფენა (მ. მეტრეველთან ერთად) ჰქონდა საქართველოს სურათების გალერეაში (ახლანდელი დ. შევარდნაძის სახ. საქართველოს ეროვნ. გალერეა) ოფიცერთა საოლქო სახლში, (1959). მ-ის შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს: პორტრეტს, პეიზაჟს, ნატურმორტს, ისტორიული და ყოფითი ხასიათის სურათებს. ნამუშევრები: "დილა სოფლად" (1954), "ვარძია" (1966), "თამარ მეფე" (1966), "ა. გრიბოედოვი ა. ჭავჭავაძის ოჯახში" (1981)", "პალიასტომის ტბა" (1981) და სხვ. მისი ფერწერული ტილოები დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ა. ჭავჭავაძის (წინანდალი), ი. ჭავჭავაძის (ყვარელი), ა. ყაზბეგის (სტეფანწმინდა) სახლ-მუზეუმებში და სხვ. ავტორია ალბომისა "ცხოვრება გრძელდება" (თანაავტორები: შ. მეტრეველი, მ. მეტრეველი, თბ., 1983). ფერმწერი. მხატვარ შოთა მეტრეველის მეუღლე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

