The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულქან დედოფალი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Nobleman, Historical Person

Biography

გულქანი იყო რაჭის ერისთვის შოშიტა მესამის ასული, სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის (1728-1744) პირველი მეუღლე და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის დედა. ამ უკანასკნელის აღზრდაში გულქანმა დიდი როლი შეასრულა: "დედამ მას გულში ჩაუნერგა საეკლესიო-სარწმუნოებრივი აღზრდის ელემენტები, შეასწავლა საღმრთო წერილი და თათრული ენა". გულქან დედოფალი დაინტერესებული ყოფილა ლიტერატურული საქმიანობით. ცნობილია მისი თაოსნობით დამზადებული რამდენიმე ხელნაწერი. მაგალითად, 1755 წელს სტეფანე ბერმა გულქან დედოფლის ბრძანებით გადაწერა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, მანვე გადააწერინა "თვენი" 1761 წელს. მოღწეულია გულქანისა და ოტია დადიანის დაკვეთით გადაწერილი 1738 წლის "ტიბიკონი". გულქან დედოფალი განათლებული მანდილოსანი ყოფილა, პოეტური ნიჭით დაჯილდოვებული, მშვენიერი მჭერმეტყველი, ასეთი ვარაუდის უფლებას იძლევა მისი ანდერძი, რომელიც ერთვის ერთ-ერთ ხელნაწერს. იგი წარმოადგენს შესხმას, ქება-დიდებას, მიძღვნილს იესო ქრისტესადმი, "რომელი მბად არს ზენა ქვეყანათა სამყაროთა". მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.121-122


Share: