| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1926-1928წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მეან-გინეკოლოგიის კლინიკის (ხელმძღვანელი პროფესორი გაბრიელ ღამბარაშვილი) ექიმი-გინეკოლოგი; 1928-1932წწ. დაბა ხარაგაულის რამდენიმე სოფლის ექიმი-გინეკოლოგი; 1933-1982წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის ქ. თბილისის მე-4 სამკურნალო სამმართველოს მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი-გინეკოლოგი; პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის ქალთა კონსულტაციაში; ასევე, ომის პერიოდში კონსულტაციებს უწევდა ქალთა კონტინგენტს; გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმი, უწევდა ასისტენტობას ოპერაციის დროს გამოცდილ ოპერატორ ექიმებს პროფესორებს: აკაკი ბაქრაძეს და სოსო ღოღობერიძეს; ხშირად ქვეყნდებოდა მისი სტატიები მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. დაჯილდოებული იყო ბევრი სიგელითა და მადლობით, ორი მედლით; ცნობილი პედიატრის ირაკლი ციციშვილის დედა. დამსახურებული პენსიონერი (1972), მეან-გინეკოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.777-779 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

