The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ფერაძე

კონსტანტინე ფერაძე
Other name:კოტე ფერაძე
Date of birth:1887
Date of death:5 October, 1929  (at 42 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საქარა, ყოფილი შორაპნის მაზრა.

დაწყებითი განათლება მიიღო ზესტაფონში, ხოლო საშუალო და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა თბილისში. 1919 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, წარჩინებით დაამთავრა კურსი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. ასწავლიდა თბილისის ჰიდროტექნიკუმში. იყო სტუდენტთა ტექნიკური სამეცნიერო წრის თავმჯდომარე. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამმართველოში, აქტიურად მონაწილეობდა საინჟინრო-ტექნიკური ბიუროს მუშაობაში. 1929 წლის 5 ნოემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ სვირში კონსტანტინე (კოტე) ფერაძე და ანტონ (ტუტუშა) ჯაფარიძეს რკინიგზის დამცველი რაზმის მსროლელის, ლომინაძის მიერ მოკლული იქნა. საქარისა და ობჩის მცხოვრებთა წარმომადგენელთა მოთხოვნით აჯამეთის სარწყავ არხს მათი სახელი ეწოდა. ინჟინერ-მელიორატორი. ჰიდროინჟინერი. საქართველოს წყალთა მეურნეობის სპეციალისტი. 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.337; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.359; სადგურ სვირში მომხდარ მკვლელობის გარშემო // კომუნისტი. - თბილისი, 1929. - 7 ნოემბერი. - N258. - გვ.4-5; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge


Share: