The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბრიელ ბოჭორიშვილი (მღვდელი)

გაბრიელ ბოჭორიშვილი
Date of birth:18??
Category:Religious leader

Biography

გაბრიელ ბოჭორიშვილი XIX ს-ის II ნახევარში რაჭაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ასწავლიდა ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში. იქვე აკურთხეს დიაკვნად და მღვდლად. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოფელ ალაგირის ქართულ სამრევლოში. 1919 წელს იძულებული გახდა მრევლთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო. მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, სადაც თავად მსახურობდა. 1922 წლის 10 ოქტომბერს იგი ბაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ვახტანგ და ქეთევან ბოჭორიშვილების მამა. 

წყარო: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / ავტ.: გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე.-თბ.,2012.-გვ.173


Share: