Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანრი გოგეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ნიგოითი. დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1981 წელს. ავტორი ფსიქოლოგიურ-სოციალურ თემებზე დაწერილი ნაწარმოებებისა(მოთხრობები, იუმორესკები, ზღაპრები, რომანები, პიესები, პუბლიცისტური წერილები, ლექსები), 1968 წელს პირველად მისი მოთხრობა "მესხური ყაყაჩოები", დაიბაჭდა ადიგენის რაიონულ გაზეთ "განახლებულ მესხეთში"; ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა დასს, მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს. დააარსა გამომცემლობა "კიდევაც დაიზრდებიან". სხვადასხვა დროს მუშაობდა უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, უფროს ტექნოლოგად, საზღვაო ნავსადგურში ელექტროამწეს მემანქანედ, სტამბაში მბეჭდავად, სასოფლო კლუბის გამგედ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, დრამატულ თეატრში დასის გამგედ, სარეკლამო სააგენტოში უფროს რედაქტორად, დარაჯად, გამომცემლობის რედაქტორად. დაარსა ჟურნალი "ხატოვანი მოტივაციები", რომლის გამომცემელი და რედაქტორი თავადაა. ბოლო წლებში, თავისუფალი "ბლოგერის სტატუსით"(სახელწოდებით "ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე" ვებ-საიტების ერთობლიობა), ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებს ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ შენიშვნებს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |