შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფიდო ნადიბაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნადიბანი, დუშეთის რაიონი. 1942-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1948-1953წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტში. 1997 წელს ლექციებს კითხულობდა ქ. ნანტის უნივერსიტეტში (საფრანგეთი); სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1985 წლიდან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფეროებია ქართული ფილოსოფიის ისტორია და თეორიული ფილოსოფიის პრობლემები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1986). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.130; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.171 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |