The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფიდო ნადიბაიძე

ფიდო ნადიბაიძე
Date of birth:10 January, 1925
Date of death:March, 2005  (at 80 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნადიბანი, დუშეთის რაიონი.

1942-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1948-1953წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტში.

1997 წელს ლექციებს კითხულობდა ქ. ნანტის უნივერსიტეტში (საფრანგეთი); სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1985 წლიდან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო. მისი მეცნიერული კვლევა-ძიების მთავარი სფეროებია ქართული ფილოსოფიის ისტორია და თეორიული ფილოსოფიის პრობლემები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1986).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.130; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.171

Member of Organizations

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: