| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ალექსი ჭინჭარაული (პროფესორი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: დუშეთის რ-ნი, სოფ. შატილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1955 წელს. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა და მუშაობა დაიწყო ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და შემდეგ ამ ლექსიკონის ერთტომეულის შედგენის სამუშაოებში. აქვს ენათმეცნიერული შრომები "ვეფხისტყაოსნის" ტექსტისა და ენის, ვაჟა–ფშაველას თხზულებათა ტექსტისა და ენის, ქართული ენის დიალექტებისა და სხვთა შესახებ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა- "მხატვრული ტექსტის ენობრივი ანალიზის საკითხები ("ვეფხისტყაოსნისა" და ვაჟა-ფშაველას თხზულებათა მიხედვით)", დაიცვა 1992 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

