The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა შილაკაძე

მანანა შილაკაძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1938
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 2010  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. თბილისის 54-ე საშუალო სკოლა და თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს სპეციალობით 1956 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს.

1965-1969 წწ. პედაგოგად მუშაობდა ქ. თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლაში; 1962-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, იყო ეთნოგრაფიაში სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, საქართველოს ეთნოგრაფიული ატლასის კომისიის მდივანი; 1968 წლიდან სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციების კურსს ეთნომუსიკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებულ საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში. 1990-2004 წწ. თბილისის ხალხური საკრავების მუზეუმის სწავლული მდივანი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში, აქტიურად ატარებდა საველე კვლევებს ეთნოგრაფიისა და ეთნომუსიკოლოგიის დარგში: სვანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი გ. ჩიტაია, 1963); ხევსურეთის კომპლექსური ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ვ. ბარდაველიძე, 1963); თუშეთისა და ხევის კომპლექსური ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ვ. ბარდაველიძე, 1966 ); მთიულეთ-გუდამაყრის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ი. ჭყონია, 1967); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ბოლნისისა და მარნეულის რაიონები, ხელმძღვანელი გ. ჯავახიშვილი, 1969); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (დმანისისა  და თეთრიწყაროს რაიონები, ხელმძღვანელი გ. ჯავახიშვილი, 1970); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (გარდაბნისა და წალკის რაიონები, ხელმძ. ლ. ფრუიძე, 1971); გურიის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონები, ხელმძ. ჯ. რუხაძე, 1971); გურია-აჭარის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ლანჩხუთისა და ქობულეთის რაიონები, ხელმძ. ლ. ფრუიძე, 1972). ეთნომუსიკოლოგიის საკითხების კვლევისთვის მ. შილაკაძე ახორციელებდა ინდივიდუალურ მივლინებებს საქართველოსა და ჩრდილო-კავკასიის სხვადასხვა რეგიონში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი", დაიცვა 1991 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეთნომუსიკოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება - The European Seminar in Ethnomusicology (ESEM), წევრი (1989-2010)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: