| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
რევაზ ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1958 წელს. ზოოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. 1958 წ. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიურ განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1965-1975 წწ. მან გერმანიაში გამოაქვეყნა საქართველოს მუზეუმის - საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ფრინველების კოლექციის კატალოგი, 1969 წ. მუშაობას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე, პარალელურად 1990 წ-დან ხელმძღვანელობს ხერხემლიან ცხოველთა ბიოლოგიისა და დაცვის ს/კ ლაბორატორიას, არის 150-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიის, სამეცნიერო, მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი 300 -ზე მეტი სტატიის ავტორი, 1991 წ. სადოქტორო დისერტაციის დაუცველად მიენიჭა პროფესორის წოდება, 1992 წ. საქართველოში ერთ - ერთ პირველთაგანს დაენიშნა ამერიკელი მეცენატისა და მეცნიერის ჯორჯ სოროსის და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სტიპენდია, 1994-1997 წ.წ. მან მოაწყო პირველი ქართული ფაუნისტური ექსპედიციები თურქეთში (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტაან-რუშეთი, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან). 1972 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დღეს არის პროფესორი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

