შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1973-2006წწ. მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში (შემდეგ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 2006 წლიდან არის ამავე ცენტრის ტექსტოლოგიისა და კოდიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; თანამშრომლობს თბილისის სასულიერო აკადემიასთან, ხელმძღვანელობს ამავე აკადემიის გამომცემლობას. 1990 წლიდან არის წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის წევრი (ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბელგიაში 1998-2007წწ. ჩორპუს ჩჰრისტიანორუმ სერიით გამოქვეყნდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანების შვიდი ტომი). სამეცნიერო ურთიერთობა აქვს მიუნსტერში (გერმანია) არსებულ იუდაიზმის შემსწავლელ ცენტრთან. არის ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის, აგრეთვე, პატრისტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (2014). სადისერტაციო თემა– "მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსი ტყუაობისანი" ქართული თარგმანი, დაიცვა 1989 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |