The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ელიზბარაშვილი

ნოდარ ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1982 წელს. 1982-1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი გაიარა.

1985 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სალექციო კურსები: საქართველოს გეოგრაფია, გეოგრაფიის აქტუალური საკითხები, ლანდშაფტური დაგეგმარება, კავკასიისა და მეზობელი ქვეყნების გეოგრაფია, გეოგრაფიის საფუძვლები, გამოყენებითი გეოგრაფია; 1991 წელს - დოცენტის, ხოლო 2004 წელს - პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; 1997-2003წწ. თბილისის მერიის მასწავლებელთა პრემიების მიმნიჭებელი ჟიურის წევრი, კომისიის თავმჯდომარე საქართველოს გეოგრაფიაში; 1998-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დამაარსებელი და საქართველოს გეოგრაფიის საუნივერსიტეტო სწავლების ორგანიზატორი, კათედრის გამგე; 2001 წლიდან სამეცნიერო ჟურნალის "საქართველოს გეოგრაფია" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2001-2007წწ. მსოფლიო ბანკის სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განათლების საბჭოს წევრი; 2003 წლიდან კავკასიის რეგიონული ეკოლოგიური ცენტრის (REC Caucasus) ექსპერტი (მდგრადი ეკოლოგიური განვითარების საკითხებში); 2008 წლიდან კავკასიის ბიომრავალფეროვნების დაცვის საბჭოს (CBC, CEPF, WWF Caucasus) წევრი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის და სერტიფიკაციის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მოქმედი "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების აღრიცხვის, მათი მდგომარეობის აღწერის და შესაბამისი დაცვის რეჟიმის პერსპექტივის განმსაზღვრელი კომისიის" წევრი; 2010 წლიდან საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის (IGU, G12.25, C16.25) ლანდშაფტური ანალიზისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან გაეროს გარემოს პროგრამის (UNEP): საქართველოს ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება (TEEB) - განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2012 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის: GLOBAL ADVANCED RESEARCH JOURNAL OF GEOGRAPHY AND REGIONAL PLANNING სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2012 წლიდან Swiss National Science Foundation, The Mountain Research Initiative (Switzerland) ექსპერტი; 2014 წლიდან National Geographical Journal of India (NGJI) საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2014 წლიდან სამეცნიერო ჟურნალის: Geography of Mountain Regions მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო" ექსპერტი;  2015 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის (ბერნის უნივერსიტეტთან) კოორდინატორი. მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონული გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-აგრარულ ტერიტორიულ კომპლექსთა მდგომარეობების შესწავლის საკითხები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დაგეგმარების საფუძვლები (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.116-117; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აზიის კულტურული ლანდშაფტის ასოციაცია (ACLA) , აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (2012-)
  • ეკოლოგ-მეცნიერთა ასოციაცია "კავკასიის ეკოსახლი", პრეზიდენტი (2003-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1999-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: