ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ვაჟა შუბითიძე
| სხვა სახელი: | პიპა (ფსევდონიმი) |
| დაბადების თარიღი: | 28 დეკემბერი, 1959 (66 წლის) |
| კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს; ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა 1985 წელს; იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.
1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე; 2014 -2017წწ. იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვ. შუბითიძის ნაშრომებით "რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს" და "სამშობლოსმცოდნეობა" საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების ორ მიმართულებას - იმიჯოლოგიას და სამშობლოსმცოდნეობას, ასევე "ნიკოლოგიის" სამეცნიერო მიმართულებას ნიკო ნიკოლაძეზე დაწერილი წიგნებით; არის "პროფესორთა ლიგის" და საზოგადოება "დიდგორი 1121" ხელმძღვანელი, შუბითიძეთა გვარის თავმჯდომარე; მისი აქტიური მონაწილეობით გამოიცა ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი პლატონის "ტიმეოსი", ჰენრიკ იბსენის ორტომეული, სერვანტესის ორიგინალიდან ნათარგმნი "დონ კიხოტი" (1994-1995); არის 180-ი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 19 წიგნის, აქედან 9 მონოგრაფიის და 6 სახელმძღვანელოს ავტორი; პროექტების ხელმძღვანელი და თანაავტორი: "ხისტი და რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში" (2019), "ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია (2020); 60 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და 25-ზე მეტი წიგნის რედაქტორი; 25 დოქტორის სამეცნიერო ხელმძღვანელი. სამოქალაქო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა "პერსონა 2021"–ის ტიტული (საქართველოს წარმატებული ადამიანები). ისტორიის დოქტორი (1987), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეროვნებათშორისი ურთიერთობანი თანამედროვე საქართველოში", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები", დაიცვა 2004 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- პოლიტიკურ მეცნიერებათა და მორალის აკადემია, პრეზიდენტი (2021-)
- პოლიტიკური იმიჯისა და მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)
- საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2008-)
- ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2020 - ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია
- 2014 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
- 2011 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ნიკო ნიკოლაძე - ეროვნული იდეოლოგი და დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი "მამა" (ავტორი). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2026. - 264გვ.. - ISBN: 978-9941-528-27-9
- ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ-პოლიტიკური საფუძვლები - ქართველები ევროინტეგრაციის სათავეებთან : XX საუკუნის 30-60-იანი წლები (თანაავტორი). - თბილისი, ფავორიტი სტილი, 2026. - 306გვ.. - ISBN: 978-9941-8-8802-1
- ევროპეიზაციისა და ევროინტეგრაციის ქართველი "მამები" : მონოგრაფია (თანაავტორი). - თბილისი, საჩინო, 2025. - 204გვ.. - ISBN: 978-9941-9955-0-7
- ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნება : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024. - 135გვ.. - ISBN: 978-9941-512-54-4
- XIX საუკუნის უდიდესი ქართველი (ავტორი). - თბილისი, გავაზი, 2023. - 210გვ.
- სამშობლოსმცოდნეობა (ავტორი). - თბილისი, 2020. - 480გვ.
- ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზროვნება (საქართველოს ევროპული იდენტობა) (ავტორი). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013. - 159გვ.. - ISBN: 978-9941-20-296-4
- ნიკო ნიკოლაძე - კაცი-სახელმწიფო = Niko Nikoladze - the man-state : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი , გავაზი, 2013. - 168გვ.. - ISBN: 978-9941-9276-5-2
- სომხური "იმპერია"(ლიზმი) და კოლონიალიზმი = Армянский "Империа"(лизм) и колониализм = Armenian "Imperia"(lizm) and kolonializm : "ქვათა ღაღადი" გრძელდება. "ძმობისა" და ვერაგობის ისტორიის ფურცლები. შტრიხები სომხების ეთნოფსიქოლოგიური პორტრეტისათვის (ავტორი). - თბილისი, 2011. - 256გვ.
- იმიჯოლოგია : როგორ გავიმარჯვოთ არჩევნებში : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, 2009. - 188გვ.. - ISBN: 978-99940-52-66-0
- ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი (ავტორი). - თბილისი, ინოვაცია, 2008. - 628გვ. - ISBN: 978-9941-9044-9-3
- ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები = Georgian Fortresses, Churches and Monasteries (ავტორი). - თბილისი, ინოვაცია, 2008. - 108გვ.
- ჩვენი სამშობლოს ისტორია (ავტორი). - თბილისი, ინოვაცია, 2007. - 136გვ.
- საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) : დამხმ. სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, 2005. - 148გვ.
- ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები (ავტორი). - თბილისი, ტექნ. უნივერსიტეტი, 2003. - 195გვ.
- პოლიტოლოგია. პოლიტიკური ტექნოლოგიები : დამხმ. სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2002. - 216გვ.
- რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს : იმიჯმეიკერი და პოლიტიკოსის იმიჯი (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2000. - 120გვ.
- ნოე ჟორდანია-პოლიტოლოგი და სოვეტოლოგი : Noe Zhordania-Politologist and Sovietologist (ავტორი). - თბილისი, კირბი, 1998. - 60გვ.
- საქართველოს დიდი მეფეები (ავტორი). - თბილისი, გულანი, 1991. - 115გვ.
|