Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ვაჟა შუბითიძე
| Other name: | პიპა (Pseudonym) |
| Date of birth: | 28 December, 1959 (66 years) |
| Category: | Historian, Scientist, Political Scientist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ისტორიის ფაკულტეტი 1982 წელს; ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა 1985 წელს; იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.
1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე; 2014 -2017წწ. იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვ. შუბითიძის ნაშრომებით "რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს" და "სამშობლოსმცოდნეობა" საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების ორ მიმართულებას - იმიჯოლოგიას და სამშობლოსმცოდნეობას, ასევე "ნიკოლოგიის" სამეცნიერო მიმართულებას ნიკო ნიკოლაძეზე დაწერილი წიგნებით; არის "პროფესორთა ლიგის" და საზოგადოება "დიდგორი 1121" ხელმძღვანელი, შუბითიძეთა გვარის თავმჯდომარე; მისი აქტიური მონაწილეობით გამოიცა ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი პლატონის "ტიმეოსი", ჰენრიკ იბსენის ორტომეული, სერვანტესის ორიგინალიდან ნათარგმნი "დონ კიხოტი" (1994-1995); არის 180-ი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 19 წიგნის, აქედან 9 მონოგრაფიის და 6 სახელმძღვანელოს ავტორი; პროექტების ხელმძღვანელი და თანაავტორი: "ხისტი და რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში" (2019), "ევროკავშირის შექმნა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია (2020); 60 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და 25-ზე მეტი წიგნის რედაქტორი; 25 დოქტორის სამეცნიერო ხელმძღვანელი. სამოქალაქო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა "პერსონა 2021"–ის ტიტული (საქართველოს წარმატებული ადამიანები). ისტორიის დოქტორი (1987), პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეროვნებათშორისი ურთიერთობანი თანამედროვე საქართველოში", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები", დაიცვა 2004 წელს.
Member of Organizations
- პოლიტიკურ მეცნიერებათა და მორალის აკადემია, პრეზიდენტი (2021-)
- პოლიტიკური იმიჯისა და მარკეტინგის საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)
- საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2008-)
- ფაზისის აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
Awards and Honors
- 2020 - ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია
- 2014 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
- 2011 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
Bibliography
- ნიკო ნიკოლაძე - ეროვნული იდეოლოგი და დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი "მამა" (Author). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2026. - 264გვ.. - ISBN: 978-9941-528-27-9
- ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ-პოლიტიკური საფუძვლები - ქართველები ევროინტეგრაციის სათავეებთან : XX საუკუნის 30-60-იანი წლები (Co-Author). - თბილისი, ფავორიტი სტილი, 2026. - 306გვ.. - ISBN: 978-9941-8-8802-1
- ევროპეიზაციისა და ევროინტეგრაციის ქართველი "მამები" : მონოგრაფია (Co-Author). - თბილისი, საჩინო, 2025. - 204გვ.. - ISBN: 978-9941-9955-0-7
- ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნება : სახელმძღვანელო (Co-Author). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024. - 135გვ.. - ISBN: 978-9941-512-54-4
- XIX საუკუნის უდიდესი ქართველი (Author). - თბილისი, გავაზი, 2023. - 210გვ.
- სამშობლოსმცოდნეობა (Author). - თბილისი, 2020. - 480გვ.
- ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზროვნება (საქართველოს ევროპული იდენტობა) (Author). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013. - 159გვ.. - ISBN: 978-9941-20-296-4
- ნიკო ნიკოლაძე - კაცი-სახელმწიფო = Niko Nikoladze - the man-state : ცხოვრება და მოღვაწეობა (Author). - თბილისი , გავაზი, 2013. - 168გვ.. - ISBN: 978-9941-9276-5-2
- სომხური "იმპერია"(ლიზმი) და კოლონიალიზმი = Армянский "Империа"(лизм) и колониализм = Armenian "Imperia"(lizm) and kolonializm : "ქვათა ღაღადი" გრძელდება. "ძმობისა" და ვერაგობის ისტორიის ფურცლები. შტრიხები სომხების ეთნოფსიქოლოგიური პორტრეტისათვის (Author). - თბილისი, 2011. - 256გვ.
- იმიჯოლოგია : როგორ გავიმარჯვოთ არჩევნებში : სახელმძღვ. (Author). - თბილისი, 2009. - 188გვ.. - ISBN: 978-99940-52-66-0
- ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი (Author). - თბილისი, ინოვაცია, 2008. - 628გვ. - ISBN: 978-9941-9044-9-3
- ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები = Georgian Fortresses, Churches and Monasteries (Author). - თბილისი, ინოვაცია, 2008. - 108გვ.
- ჩვენი სამშობლოს ისტორია (Author). - თბილისი, ინოვაცია, 2007. - 136გვ.
- საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) : დამხმ. სახელმძღვ. (Author). - თბილისი, 2005. - 148გვ.
- ნოე ჟორდანიას პოლიტიკური შეხედულებები (Author). - თბილისი, ტექნ. უნივერსიტეტი, 2003. - 195გვ.
- პოლიტოლოგია. პოლიტიკური ტექნოლოგიები : დამხმ. სახელმძღვ. (Author). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2002. - 216გვ.
- რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს : იმიჯმეიკერი და პოლიტიკოსის იმიჯი (Author). - თბილისი, ელფი, 2000. - 120გვ.
- ნოე ჟორდანია-პოლიტოლოგი და სოვეტოლოგი : Noe Zhordania-Politologist and Sovietologist (Author). - თბილისი, კირბი, 1998. - 60გვ.
- საქართველოს დიდი მეფეები (Author). - თბილისი, გულანი, 1991. - 115გვ.
|