The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


რევაზ ბარამიძე

Date of birth:1928
Date of death:7 August, 2010  (at 82 years)
Category:Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი.მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“, ასევე ნაშრომები ფარნავაზ მეფის შესახებ. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ასზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასწავლიდა ცხინვალის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ევროპის  რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი 1969 წლიდან პროფესორი.

Member of Organizations

  • ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია
  • პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკდემია

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: