The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბათუ დანელია

ბათუ დანელია
ოფიციალური სახელი:ბართლომე დანელია
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1950  (73 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზანათი,  აბაშის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1987 წელს.

1973-74 წლებში პირველი ლექსების გამოაქვეყნა; გამოცემული აქვს ლექსების მრავალი კრებული, მათ შორის: "ქალაქი ფრთებქვეშ" (1982), "წყნარი ქუჩა" (1986),"მარტოობის ზამთარი" (1997), "მთვარის დღესასწაული" (2003), "შეშლილი ვარსკვლავები" (2006), "Mირაბილის Vიტა" (2008), "სიყვარული ბალასტია" (2013). 1982 წელს მონაწილეობდა ლვოვის პოეზიის ფესტივალში; ბათუ დანელია რუსული პოეზიის მთარგმნელია; გამოცემული აქვს იოსიფ ბროდსკის, ბორის პასტერნაკის, მარინა ცვეტაევას, ანა ახმატოვას, ალექსანდრ პუშკინის ლექსების თარგმანები; სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს გიომ აპოლინერის, ჰიუგო ფონ ჰოფმანსტალის, რობერტ ფროსტის, გოტფრიდ ბენის და სხვათა პოეზია; ის პოეტების ძველ თაობას მიეკუთვნება, მისი წილი ქვეყნის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში საკმაოდ დიდია, ავტორი უამრავი ლექსისა და პოეტური თარგმანის ავტორია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.309; armuri.georgianforum.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.56; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.235

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწერალთა საერთო - ეროვნული კავშირი, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - ლიტერატურული პრემია "საბა"
  • 2017 - პრემია "საგურამო"
  • 2011 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა"
  • 2005 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 2001 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: