შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით რობაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი, ლიტერატორის სპეციალობით 1999 წელს, მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმის საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტი, ქვაზე მხატვრული მჭრელის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, 1993 წლიდან ახალგაზრდულ გაზეთ "კოქტეილში" კორესპონდენტად, პარალელურად ხელმძღვანელობდა სარეკლამო სააგენტო "ორიონს", 1995 წლიდან ლიტერატურულ გაზეთ "პედადოქსში" , როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1995-1999წწ. სწავლობს კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ლიტერატურის დაოსტატობის ფაკულტეტზე, 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის ასპირანტი შესაბამისი სპეციალობით. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ქართული პერიოდიკის შემდეგ გამოცემებში: "საუნჯე", "ლიტერატურული გაზეთი", "აფრა", "ალტერნატივა", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურული საქართველო", "პარადოქსი", "ნობათი". გამოცემული აქვს წიგნები: "ქართული ანბანი" (2015), "ერთხელ ზოოპარკში" (2008), "რას ნიშნავს ადამიანი" (2007). სისტემატურად მონაწილეობს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებსა და მთარგმნელობით მასტერკლასებში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.267 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |