შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ სარჯველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუნ-ეწერი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს. 1962-1968წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1968-1970წწ. თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1970-1975წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე წლებში იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1982-1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ს/კ ლაბორატორია "ორიონის" უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1997წწ. პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1997 წლიდან ქართული ენის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სტატია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენაზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პირველი პრემია (1987), ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია (1994), გეორგ როზენის სახელობის პრემია (2000). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "XI-XIII საუკუნეთა ქართული წერილობითი ძეგლების ორთოგრაფიულ-ფონეტიკური თავისებურებანი", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორი დისერტაციის თემა - "ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |