Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1942-1950წწ. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1952-1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1969 წლიდან კათედრის პროფესორი; 1985 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. შესრულებული აქვს რიგვედისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. მისი სამეცნიერო შემოქმედების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში "ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან" (I ტ. 1966 წ., II ტომის I ნაკვეთი, 1966წ.). ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე. საკანდიტადო დისერტაციის თემა – "ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.34; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |