Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ სალუქვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1958 წელს; 1957 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სასცენო სახელოსნოში (მ. ბლეიმანის ჯგუფი). 1960 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენო-სარედაქციო კოლეგიაში. მისი ავტორობითა და თანამონაწილეობით შეიქმნა სცენარები ფილმებისათვის: "ქართველი მევენახეები", "სამი სიმღერა საქართველოზე", "ზღვის ბილიკი", "აღმაფრენა", "გზაში", "სალამური", "ვედრება", "ფილატელისტის სიკვდილი", "განგაში", "მხიარული რომანი", "ვერის უბნის მელოდიები", "უბედურება", "უმცროსი და", "ჩიტის რძე", "ინდი-მინდი", "წიგნი ფიცისა", "მოკვეთილი". სალუქვაძის პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკარში" 1957 წელს. 1973 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული. სიკვდილის შემდეგ გამოსცეს მისი ლექსების, ბალადების და პოემების კრებული "იასამანი" (2002). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.277; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.112 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |