შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან ჭილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს. 1943-1944წწ. მუშაობდა მარტყოფის სკოლაში მასწავლებლად. 1944-1945წწ. იყო ბიბკოლექტორის საქმის მწარმობელი. 1960-1962წწ. ქ. ჭილაშვილი ჟურნალ "საქართველოს ბუნების" რედაქტორად მუშაობდა. იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" და ჟურნალ "პიონერის" ლიტერატურული მუშკი. 1977 წელს კი საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის კონსულტანტი. სამწერლო მოღვაწეობა ადრე დაიწყო. პირველი ნაწარმოები "და-ძმა", 1951 წელს გამოაქვეყნა, ხოლო მოთხრობათა პირველი წიგნი "პატარა მეგობრებს" 1953 წელს. მას შემდეგ მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ პრესაში და იდგმებოდა თბილისის მოზარდ–მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. წლების განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის თავნჯდომარე, კონსულტანტი. 2017 წლის თებერვალში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სამგორის რაიონის ერთერთ ქუჩას საბავშვო მწერლის ქეთევან ჭილაშვილის სახელი მიენიჭა. წყარო: საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი : libofund.blogspot.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.82 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |