| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მაღნარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური ეკონომიკის და საბაზრო ეკონომიკის თეორიის სპეციალობით 1997 წელს. ამავე წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით. 1997-1999წწ. მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოში ჯერ უფროს, ხოლო შემდეგ მთავარ სპეციალისტად; 1999-2001წწ. იყო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს მეთოდოლოგიისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი; 2001-2004წწ. ამავე დეპარტამენტის სტატისტიკური სტანდარტების და რეესტრების სამმართველოს უფროსად, ხელმძღვანელობდა საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიან სახელმწიფო რეესტრს; 2002-2005წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიულ სამსახურს; 2004-2005წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის სტატისტიკური სტანდარტების და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსად; 2004- 2005-2008წწ. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტი. UNECE Task Force on Gender Statistics Training for Statisticians... UNECE Task Force on Measurement of Violence Against Women... თანაავტორია გაეროს ეგიდით გამოცემული სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციებისა (Developing Gender Statistics: A Practical Tool... UN, Geneva, 2010 და ა.შ.); 2005-2008წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2008-2009წწ. ლექტორად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA); 2008-2009წწ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი (AGM) პროექტის მენეჯერი, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სტრატეგიული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე; 2008-2009წწ. სააქციო საზოგადოებაში ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი (AGH) მარკეტინგის მენეჯერად და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელად; 2008-2009წწ. იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო (NCIB) პროექტის მენეჯერი; სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP), კომპანიაში CESD Communautaire. ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო პროექტს; 2009 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსად; 2012 წელს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში Euro Geographics, AISBL (ბრიუსელი, ბელგია), ხელმძღვანელობდა პროექტს - Membership Information Resources (MIR); 2014 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის და ანალიზის დეპარტამენტის უფროსად; იყო ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ბიზნეს მოდელისა და ლიცენზირების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2015 წელს დაინიშნა თიბისი ბანკის უზრუნველყოფის მართვის და შეფასების დეპარტამენტის უფროსად; 2025 წლიდან მუშაობს თიბისი ბანკის ჯგუფში: კომპანია "თინეთში" (საქართველოში უმსხვილესი ტექნოლოგიური ეკოსისტემა) უფროს კონსულტანტად / მრჩევლად, კომპანია "თიბისი ლიზინგში" (საქართველოში უმსხვილესი სალიზინგო კომპანია) გენერალური დირექტორის უფროს კონსულტანტად / მრჩევლად; ავტორია და რედაქტორი 70-მდე პუბლიკაციისა ქართულ და უცხო ენებზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

