The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ მაღნარაძე

ვლადიმერ მაღნარაძე
Date of birth:10 November, 1975  (48 years)
Category:Economist, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური ეკონომიკის და საბაზრო ეკონომიკის თეორიის სპეციალობით 1997 წელს. ამავე წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით.

1997-1999წწ. მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოში ჯერ უფროს, ხოლო შემდეგ მთავარ სპეციალისტად; 1999-2001წწ. იყო საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველოს მეთოდოლოგიისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი; 2001-2004წწ. ამავე დეპარტამენტის სტატისტი­კური სტანდარტების და რეესტრების სამმართველოს უფროსად, ხელმძღვანელობდა საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიან სახელმწიფო რეესტრს; 2002-2005წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იუ­რიდიულ სამსახურს; 2004-2005წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის სტატისტიკური სტანდარტების და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსად; 2004- 2005-2008წწ. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტი. UNECE Task Force on Gender Statistics Training for Statisticians... UNECE Task Force on Measurement of Violence Against Women... თანაავტორია გაეროს ეგიდით გამოცემული სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციებისა (Developing Gender Statistics: A Practical Tool... UN, Geneva, 2010 და ა.შ.);  2005-2008წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2008-2009წწ. ლექტორად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA); 2008-2009წწ. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი (AGM) პროექტის მენეჯერი, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სტრატეგიული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე; 2008-2009წწ. სააქციო საზოგადოებაში ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი (AGH) მარკეტინგის მენეჯერად და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელად; 2008-2009წწ. იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ეროვნული საკრედიტო ინფორმა­ციის ბიურო (NCIB) პროექტის მენეჯერი; სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP), კომპანიაში CESD Communautaire. ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო პროექტს; 2009 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსად; 2012 წელს მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში Euro Geographics, AISBL (ბრიუსელი, ბელგია), ხელმძღვანელობდა პროექტს - Membership Information Resources (MIR); ავტორია და რედაქტორი 70-მდე პუბლიკაციისა ქართულ და უცხო ენებზე.

Member of Organizations

  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატისტიკის დეპარტამენტის გაერთიანებული პროფესიული კავშირები , თავმჯდომარის მოადგილე (2006-)

Bibliography


Share: