The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბურდული

ვახტანგ ბურდული
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა ეკონომიკის სპეციალობით 1975 წელს.

1973-1975წწ. ასპირანტურის ხაზით მივლინებული იყო მოსკოვის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში, 1976-1977წწ. ამავე ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999). 1975-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1977-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1994 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 2016 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 235 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (თანაავტორი) ეკონომიკურ მეცნიერებაში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. 

სადისერტაციო თემა – "ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგულირების მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები" (საქართველოს მაგალითზე) დაიცვა 1987 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: