| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბურდული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა ეკონომიკის სპეციალობით 1975 წელს. 1973-1975წწ. ასპირანტურის ხაზით მივლინებული იყო მოსკოვის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში, 1976-1977წწ. ამავე ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999). 1975-1977წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1977-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1981-1994წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1994 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 2016 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 235 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (თანაავტორი) ეკონომიკურ მეცნიერებაში ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. სადისერტაციო თემა – "ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რეგულირების მექანიზმი და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები" (საქართველოს მაგალითზე) დაიცვა 1987 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

