| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
გიორგი ბენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ხომული. დაამთავრა ქ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1980 წელს. მულტიმედია-არტისტი, პროფესიონალი მწერალი, პუბლიცისტი, ესეისტი, პოეტი-პროზაიკოსი, მხატვარი-გრაფიკოსი, მუშაობს სიურეალიზმში. ლიტერატურული კრიტიკოსი, თვითნასწავლი მუსიკოსი, 30 წლის ასაკიდან ზეპირად თხზავს მუსიკალურ კომპოზიციებს ნაირგვარ სტილში: ლირიკული მელოდიები, როკ-მუსიკა, საგალობლები. ამჟამად მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიურ სახლ"-ში ჟურნალ "ალტერნატივა"-ს რედაქტორის მოადგილედ. მისი გრაფიკული ნამუშევრები იფინებოდა ქუთაისისა და წყალტუბოს სამხატვრო გალერეებში. ქალაქ წყალტუბოში გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა. იგი ეწევა პოეტთა ნაწარმოებების დეკლამაციას რეჩიტატივისა, თუ მელოდიის თანხლებით. მუშაობს პოეზიის ზაუმურ და "საუნდ" სტილში. მარსიანი მონაწილეობს არაერთ ლიტერატურულ ღონისძიებებში, პოეტურ საღამოებსა და სემინარებში. მარსიანს შეუძლია ნაყოფიერად ითანამშრომლოს რომელიმე როკ-ჯგუფთან, ან სტუდიასთან, ან ალტერნატიული, ახალი ტალღის მუსიკის შემქმნელ კომპოზიტორებთან. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

